Friday, January 14, 2011

აუდიო-სიზმრები და სიზმრების ციფრული თოვლი

მიუხედავად იმისა რომ საიტი რამდენიმე თვეა დახურულია, "სიზმრების რეგისტრაციის" პროექტი კონცეპტუალურ დონეზე გრძელდება და იხვეწება. პროექტი ალბათ ამ წელს აღორძინდება,მაგრამ უკვე სხვა ქალაქში[სავარაუდოდ ვენაში].თუმცა საბოლოოდგადაწყვეტილი ჯერ არაფერია გარდა იმისა რომ ძალიან ვუფრთხით პროექტის გაგრძელებას ისევ თბილისში,რამდენიმე მიზეზის გამო:1] კოლაბორაციული "სული" ძალიან დაბალია 2]დაფინანსების მოპოვება ასეთ თემაზე აქ თითქმის შეუძლებელია
თუმცა არ გამოვრიცხავთ რომ ახალი საიტის ბეტა ვერსია ალბათ მაინც გაეშვება.
თუმცა ყველა პროექტში ჩვენ მაინც უფრო ცოცხალ პროცესზე ვართ ორიენტირებულები ვიდრე სასწრაფო შედეგზე. პროცესი სიზმარივითაა,სანამადეც გაგრძელდება - ყოველთვის საინტერესოა გაყოლა.
---------

ახალ საიტზე უკვე შესაძლებელი იქნება:
 პერსონალური დრიმ-პროფაილის გაკეთება.
პერსონალური ვიზუალური დრიმ-map-ის და-tag-ვა
და სხვების სიზმრების წაკითხვაც.

გარდა ამისა, პროექტისთვის მოვიფიქრეთ რამდენიმე ძალიან საინტერესო ორიგინალური იდეა [რაც თავითავად ზრდის პროექტის მასშტაბს, ინტერესს და მასზე დასახარჯ შრომას], გაგაცნობთ მათგან ორს:
1. სიზმრების ცხელი ხაზი [აუდიო-სიზმრების ბაზა]
2. AR App აიფონებისთვის-ანდროიდებისთვის [თეორიული იდეა. გასართობი ვიზუალიზაცია -- ციფრული რუკა რეალურ დროში]

1.სიზმრების ცხელი ხაზი ორი სახის მომსახურებაა:
ა] დარეგისტრირებულ დრიმერს საშუალება აქვს საიტიდანვე ონლაინ რეჟიმში დარეკოს და მოყვეს სიზმარი თავის მიკროფონში.
ან
ბ] თუ ღამე გაეღვიძა და თავისი კომპიუტერის ჩართვა ეზარება/შორსაა/სურვილი არ აქვს -- შეუძლია დარეკოს სპეციალურად გამოყოფილ ჩვეულებრივ ქალაქის ნომერზე, რომელიც იმუშავებს როგორც სიზმრების ცხელი ხაზი და იქიდან დაპროგრამებული მისალმების და რამდენიმე წამიანი სიგანლის შემდეგ  ვერბალურად მოყვეს თავისი სიზმარი, რომელიც ჩაიწერება ჩვენს ბაზაში აუდიო-ფაილის სახით. ამრიგად სიზმრების ტექსტუალურ არქივთან ერთად ჩვენ დავიწყებთ აუდიო-არქივის შექმნასაც. ხმას თავისი ინტიმი აქვს და ამის გარდა ყველა ადამიანი უნიკალურად ყვება სიზმარს და თავის აქცენტებს აკეთებს სხვადასხვა მოვლენებსა თუ ფაქტებზე.
ტექნიკურად ამის გაკეთება ადვილია: საიტის შემთხვევაში საიტზე იქნება ინტეგრირებული სპეციალური სოფტი[შეგიძლიათ სკაიპიდანაც დარეკოთ],
ხოლო ქალაქის ნომრის შემთხვევაში - ნაყიდი ნომერი,მოდემი და კომპიუტერი რომელიც სულ ჩართული იქნება, რომ ავტომატურად ჩაიწეროს ახალი ზარები.

2. AR - Augmented Reality  ახალი ხილია. ბევრი რომ არ მოვყვე შეგიძლიათ ამის შესახებ მოკლედ და გემრიელად წაიკითხოთ ვიკიზე: http://en.wikipedia.org/wiki/Augmented_reality

დამატებითი რეალობის გამოყენებით ფიზიკური გარემო ხდება ორმაგი ინფორმაციის მატარებელი: ყოველდღიური გარემოს ფიზიკური,ანალოგური სიგნალების გარდა ჩვენ შეგვიძლია  ამ გარემოში ჩაკოდირებული ციფრული ინფორმაციის კითხვაც აიფონების ვირტუალური "სათვალიდან".
შეგვიძლია ქუჩაში სეირნობისას რეალურ დროში გავიგოთ რომელიმე შენობის ისტორია, ფიზიკური მანძილი ჩვენსა და რომელიმე ხიდს შორის, გასაქირავებელი ბინები და ფასები წინ მდგარ სასტუმროში[მასში შეუსვლელად], კლუბების ივენთების სია, ცაში მფრინავი 3D მოდელები -- უბრალოდ აიფონის ეკრანიდან.
ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ჩვენს პროექტში კი შესაძლებელი იქნება შემდეგი:
ყოველდღიური მონაცემთა ბაზა ჩაიტვირთება შესაბამის სოფტში და ნებისმიერ მომხმარებელს ვინც თავის ტელეფონში ამ App-ს ჩამოწერს -- ყოველ დილით ან საღამოს შეეძლება უბრალოდ ცაში ახედვით დაინახოს მისი ქალაქის სიზმრების "ციფრული თოვლი" ანუ ქალაქის რომელ მხარეს რამდენი და რა სიზმრები დაფიქსირდა.
ვისაც პირველად გესმით დამატებითი რეალობის შესახებ, მაშინ ამ ჩვენი სოფტის კონცეფციის უკეთ გასაგებად აუცილებლად გაეცანით ზემოთ მოცემულ ვიკიპედიის ლინკს
და აუცილებალდ უყურეთ ქვემოთმოცემულ ვიდეოს სადაც ასახულია დამატებვითი რეალობის App-ის გამოყენებით რეალურ დროში დედამიწის სატელიტების მდებარებობის დათვალიერება [წარმოიდგინეთ ამ სატელიტებსი ნაცვლად წინა ღამეს დარეგისტრირებული, რეალური სიზმრების აღმნიშვნელი წერტილები]
ამ სახით, ყოველდღიურად წინა ღამის მონაცემთა ბაზა გადაიქცევა სოფთის ვიზუალებად.



--------------------------------------
p.s.
პროექტი საბოლოო ჯამშ ძალიან მასშტაბური,საინტერესო და შრომატევადი გამოდის,ამიტომ ნებისმიერი სახის დაინტერესებას და დახმარებას -- ყველანაირად მივესალმებით.
ყველაზე აკრგი იქნებოდა ისევ და ისევ: თუ ხართ პროგრამისტი, მხატვარი, დიზაინერი,ურბანისტი ან უბრალოდ გაინტერესებთ ეს პროექტი და გაქვთ კარგი იდეები ან მინიმუმ შეგიძლიათ დაგვაკავშიროთ სხვა დაინტერესებულ ხალხს,სპონსორებს, ან შეგიძლიათ კარგი ფინანსური პროექტების წერა ან კარგად თარგმნით ინგლისურად -- დ ა გ ვ ი კ ა ვ შ ი რ დ ი თ. პროექტი საფუძველშივე კოლაბორაციულია და გვინდა ასეთივე იყოს: თხევადი,ბევრი პერსონაჟებით და მოულოდნელობებით სავსე -- ზუსტად როგორც სიზმრები.
სიზმრებში შევხვდებით.

2 comments:

  1. კაია თუ გააგრძელებთ....ამ პროექტს... :))
    გამიხარდა...

    ReplyDelete
  2. მადლობა djTbilisi.
    აუცილებლად გავაგრძელებთ უფრო დიდი დატვირთვით.
    მანამდე შეაგროვეთ ტქვენი სიზმრებიც, არ დაკარგოთ <3

    ReplyDelete